აგრესია ქალებისგან, ქალებზე და ქალებთან ერთად

პატრიარქატში მსუყედ ჩამჯდარი და ყველა დივიდენებ შერგებული მამაკაცებიც და დედა-კაცებიც, სათუოდ მიიჩნევენ იმ ქალების პატიოსნებას რომლებიც “ბედავენ”, ხმას იმაღლებენ და უსამართლობაზე საუბრობენ.


აქტიური, საკუთარი აზრის მქონე, თავდაჯერებული ქალი სოციუმისთვის გამომწვევი და გამაღიზიანებელია. რადგანც ქალი უნდა იყოს თავმდაბალი, იცოდეს თავისი ადგილი და ჩუმად აკეთოს ის რაც ევალება. ინდივიდები, განათლება მიღებული გოგონები და ქალები უბრალოდ არჩევენ იყვნენ შედარებით პასიურები და არადომინანტები რადგანაც ეს უფრო მისაღებს გახდის მას საზოგადოებაში და არ გაირიყებიან. რადგანაც თუ ამბიციური ხარ მთელი სამყარო შენს წინააღმდეგ არის. ამბიციური ქალი ოქსიმორონია და გააზრებას არ ექვემდებარება.

მოდი ვისაუბროთ იმ წარმატებულ და აქტიურ ქალებზე რომლებიც მონაწილეობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მათ ყოველდღიურად უამრავი ბარიერის გადალახვა უწევთ, ფსიქოლოგიურის თუ მორალურის და მოეთხოვებათ როგორც გარეგნული ასევე შინაგანი სრულყოფილება.

ამ სიძულვილის სათავე ალბათ ის ხატია, რაღაც იდეალური სურათი რომელიც ქალების შესაშინებლად შექმნეს.გენდერული ნორმები მამაკაცებსაც არ ინდობს, მაგრამ განსაკუთრებით მკაცრი ქალების მიმართ არის.

ეს აზრები რეფლექსიაა სარვამარტო აქციის შემდეგ ქალებისა თუ კაცების მხრიდან წამლეკავ სიძულვილზე. არ არსებობს არჩევანი: აქტიური, რეალიზებული და დამოუკიდებელი ქალი სახიფათოა და აგრესიას იწვევს. ამ ყველა თვისების მქონე და ასევე წმინდანობის პოზიდან გასული ქალი მიუღებელია და ყველანაირ მორალურ ნორმას არღვევს შესაბამისად ერთადერთი გამოსავალი რჩება, ჩუმად მყოფი ქალი. ქალი რომელიც ჩუმადაა ყველასთვის მისაღებია.

აკრძალვა არასოდეს არ არის გამოსავალი, ამიტომ გაჩუმებული ქალები თვითდესტრუქციული ინრეციით სისტემას შიგნიდან ანგრევენ ან სრული მიმღებლობა უვითარდებათ და ადაპტირდებიან გარემოში.


წლევანდელ რვა მარტს პირველად ვიყავი აქტიური და მივიღე მონაწილეობა აქციაში რომელმაც უხილავი “შუშის ჭერი დაამსხვრია”. რეაქცია იყო ცალსახა-კაცებიც და ქალებიც ადგენდნენ რომ სექსუალური თავისუფლების მოთხოვნა არის გამომწვევი აქტი, რომ აქ ქალებს რეალურად კაცი უნდათ და საერთოდაც ასეთი უხამსობა მისაღები არ არის. “შუშის ჭერი”ს ისევე როგორც “ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ” კი არავის სმენია.

გაჩაღდა წლევანდელი სარვამარტო აქციის კრიტიკა მემარცხენე თუ მემარჯვენე პოზიციიდან და რეალური პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თუნდაც საჯარო სივრცეში ძალადობის მსხვერპლი გოგონების არავის არ სჯერა. აი ასე, უბრალოდ, მას მოეჩვენა და მორჩა. მსხვერპლმა გამოიწვია მოძალადე. მსხვერპლის ბრალია რომ მასზე იძალადეს. ქალები იგონებენ ყველაფერს, იმიტომ რომ კაცები სძულთ. ფემინიზმი სალანძღავი სიტყვაა და არასერიოზულად აღქმული.

წარმატება მინდა ვუსურვო ყველა იმ ქალს რომელიც საკუთარ პოზიციას სისტემაში სხვა ქალების ჩაქოლვით იმყარებს, ასევე წარმატება იმ კაცებს რომელთაც ქალების უბრალოდ ეშინიათ. ეს შიში კი უმეტესად იმ გაჩუმებული, სიძულვილით სავსე დედებისგან მოდის.


აქტიურ, თავდაჯერებულ ქალებს კი გამძლეობას ვუსურვებ!

Comments

Popular Posts